Advertisements

გარდაბანში დღეიდან, ღია ტიპის აგრარული ბაზარი გაიხსნა

გარდაბანში დღეიდან, ღია ტიპის აგრარული ბაზარი გაიხსნა. ტერიტორიაზე სრულად დაცულია პამდემიის პირობებში, გათვალისწინებელი სტანდარტები. აღნიშნულს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

Nusagi

მათივე ცნობით, ბაზარში შემსვლელ მოქალაქეებს და მოვაჭრეებს უთერმოსკრინიგი ტარდებათ, მოვაჭრეები კი, საქმიანობას პირბადეებითა და ხელთათმანებით ახორციელებენ.

ბაზრის მუშაობას დილიდან, პირადად აკონტროლებენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სურსათის უვნებლობის სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურები.

ღია ტიპის აგრარული ბაზრების გახსნა, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პირველი ეტაპზე გათვალისწინებული ღონისძიებაა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, 27 აპრილიდან ეტაპობრივად ხორციელდება.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed