Advertisements

ემინემმა მის სახლში შეჭრილი კაცი დააკავა

ამერიკელმა რეპერმა ემინემმა მის სახლში შეჭრილი კაცი დააკავა. ამის შესახებ BBC  წერს.

Nusagi

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი აპრილში, ქალაქ დეტროიტში მოხდა, რეპერის წარმომადგენლებმა კი ფაქტი მხოლოდ ახლა დაადასტურეს.

47 წლის ემინემი ღამე სიგნალიზაციამ გააღვიძა, რის შემდეგაც რეპერმა სასტუმრო ოთახში უცხო ადამიანი აღმოაჩინა და დაცვის თანამშრომლების მოსვლამდე მისი გაკავება მოახერხა.

ადგილზე მოსულმა პოლიციამ კაცი დააკავა და ის დღემდე პატიმრობაში რჩება.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed