სპორტი

ინგლისის პრემიერლიგის მატჩები შესაძლოა ავსტრალიაში გაიმართოს

Nusagi

ინგლისის პრემიერლიგის დარჩენილი ტურების მატჩები შესაძლოა ავსტრალიაში გაიმართოს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Sun-ი წერს. 

პრემიერლიგის მატჩები 13 მარტს შეწყდა, დარჩენილი 92 მატჩი კი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 1-ელ მაისს კლუბებმა თათბირი გამართეს, რომელზეც ჩემპიონატის განახლებაზე შეთანხმდნენ, თუ შესაბამის ნებართვას ქვეყნის მთავრობა გასცემს.

The Sun-ის ცნობით, საფეხბურთო აგენტმა, გერი უილიამსმა პრემიერლიგის ხელმძღვანელობას მატჩების ავსტრალიის ქალაქ პერტში გადატანა შესთავაზა. უილიამსის აზრით, ეს ფეხბურთელებს კომფორტულ პირობებს შეუქმნის, ტელემაუწყებლები კი ადვილად გადაეწყობიან ინგლისურ გრაფიკზე. პრემიერლიგის რამდენიმე კლუბმა ამ წინადადებას მხარი უკვე დაუჭირა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,630 ნახვა
%d bloggers like this: