“კიმ ჩენ ინის გამოჩენა არ მიხარია – მერჩივნა, მკვდარი ყოფილიყო”

Nusagi

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, ადამ კინზინგერი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტვიტს გამოეხმაურა, რომელშიც დონალდ ტრამპმა სიხარული გამოხატა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის 20-დღიანი პაუზის შემდეგ საჯაროდ გამოჩენასთან დაკავშირებით.

„მე კი არ მიხარია კიმ ჩენ ინის გამოჩენა. მირჩევნია, მკვდარი ყოფილიყო. ის ნამდვილი ბოროტებაა“, – დაწერა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა Twitter-ზე.

აქამდე აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის 20-დღიანი პაუზის შემდეგ საჯაროდ გამოჩენას გამოეხმაურა.

„მიხარია, რომ დაბრუნდა და თავს კარგად გრძნობს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.

2 მაისს პირველად ოცი დღის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი საჯაროდ გამოჩნდა. ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა პირადად გახსნა სუნჩხონის სასუქის ქარხანა.

21 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინი მძიმე მდგომარეობაშია, 25 აპრილს New York Post-მა დაწერა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი „ვეგეტატიურ მდგომარეობაშია“, რასაც ფხენიანში უარყოფენ.

კიმ ჩენ ინი საზოგადოების წინაშე ბოლოს 11 აპრილს გამოჩნდა, 15 აპრილს კი ის მრავალი წლის განმავლობაში პირველად მისი ბაბუის, კიმ ირ სენის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დასწრებია.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: