Advertisements

ნიკოლოზ გაგუა: საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც გაზრდილი ფინანსური მხარდაჭერა მიიღო

“საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, გაზრდილი ფინანსური მხარდაჭერა მიიღო”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

Nusagi

მისი განცხადებით, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეექვსე მიმოხილვის დამტკიცება და საქართველოსთვის ხელმისაწვდომი თანხის გაზრდის გადაწყვეტილება, ამავდროულად, ნიშნავს ქვეყნის მდგომარეობისა და მიღებული ეკონომიკური გადაწყვეტილებების შეფასებას.

„სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება, სწორედ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის დადებით შეფასებას გულისხმობს. ჩვენ გვაქვს საკმაოდ წარმატებული და მაღალრეპუტაციული პროგრამა სსფ-სთან. საქართველოსთვის გამოყოფილი 200 მლნ აშშ დოლარი უკვე მაისში იქნება ხელმისაწვდომი. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან ის პრაქტიკულად, გზას გაუხსნის სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებს უფრო მეტი დახმარება გაუწიონ ქვეყანას. ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, სსფ-ის აღნიშნული გადაწყვეტილებით, ბიუჯეტთან დაკავშირებული ყველა რისკი, სრულადაა დაზღვეული და იმ წარმატებული თანამშრომლობის ფონზე, რომელიც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან, მიმდინარე წელს, ჩვენ ფისკალურ სექტორში არანაირ პრობლემას აღარ ველოდებით,“ – აღნიშნა გაგუამ.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული