რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტი არ გვყავს

Nusagi

“რესპუბლიკურ საავადმყოფოში მძიმე პაციენტი არ გვყავს”, – ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა, ექიმმა ლევან გოფოძემ განაცხადა.

ექიმის თქმით, ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება 64 პაციენტი, აქედან 45 კოვიდინფიცირებულია.

“პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და დამაკმაყოფილებელი. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტი კოვიდინფიცირებული არ გვყავს, თუმცა გვყავს პაციენტები პნევმონიით. ახალი შემთხვევა ჩვენთან არცერთი არ დადასტურდა. საგრძნობლად ვამცირებთ ინფიცირებულების რაოდენობას, რეტესტირება კიდევ 3 პაციენტს ჩაუტარდა და ვნახოთ როგორი მდგომარეობა იქნება. ალბათ ხვალაც გავწერთ გამოჯანმრთლებულ ადამიანებს”, – აღნიშნა გოფოძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: