Advertisements

ქუთაისში, ექვს პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ ცხელების ცენტრში მოთავსებულ ექვს პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

Nusagi

პაციენტების ნაწილი კლინიკაში სახლებიდან სასწრაფო დახმარების, ხოლო ნაწილი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან კატასტროფის ბრიგადებმა შეიყვანეს.

ამ დროისათვის კლინიკაში საკვლევი პაციენტები არ ჰყავთ.

ცხელების ცენტრი ორ კვირაში 100-ზე მეტ პაციენტს მოემსახურა, მათ შორის ორსულებს, თუმცა „კოვიდ19“ არც ერთს პაციენტს დაუდგინდა.

საქართველოში კორონავირუსი 589 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 215 უკვე გამოჯანმრთელდა.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed