Advertisements

ხურვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი ოკუპანტებმა გაათავისუფლეს

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი ოკუპანტებმა გაათავისუფლეს.

Nusagi

ისინი უკვე ხურვალეთში სახლში იმყოფებიან და ჯარიმის გარეშე გაათავისუფლეს. ისინი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 17-აპრილს დააკავეს და არსებული ინფორმაციით, ახალგორში კარანტინში გადაიყვანეს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივით ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი და ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიეწოდა.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed