Advertisements

GUARDIAN – ბრიტანელების უმრავლესობა კარანტინის მოხსნას ეწინააღმდეგება

ბრიტანეთის საზოგადოების მხოლოდ მეხუთედზე ნაკლებს მიაჩნია, რომ სკოლების, რესტორნების, პაბებისა და სტადიონების გახსნასთან დაკავშირებით, განხილვების დაწყების დრო დადგა,-ამის შესახებ the Guardian ახალ კვლევებზე დაყრდნობით წერს. 

Nusagi

Observer-ის კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კარანტინის პირობების შემსუბუქება დაიწყება, ბორის ჯონსონს მოუწევს დაარწმუნოს ხალხი, რომ ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდნენ.  

Opinium-ის კვლევით, რომელიც გასულ კვირას ჩატარდა, აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის 17%-ის აზრით, სკოლების გახსნისთვის ყველა საჭირო რეკომენდაცია იქნა შესრულებული, 67%-ს კი მიაჩნია, რომ ასე არ არის და სკოლებში სწავლის განახლება საშიშია. 

პაბების, რესტორნებისა და სტადიონების გახსნის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა კიდევ უფრო მეტია. გამოკითხულთა 11% რესტორნების გახსნის მომხრეა, 78%- პირიქით. 9%-ს მიაჩნია, რომ დროა, გაიხსნას პაბები, 81 % კი, წინააღმდეგია. 7% ამბობს, რომ სპორტულ ღონისძიებებზე მასობრივი დასრება უნდა განახლდეს, 84%- წინააღმდეგია. 

შაბათს, ბრიტანელმა ფსიქოლოგმა დამ ტილ უაიკსმა, ლონდონის სამეფო კოლეჯიდან განაცხადა, რომ საკარანტინო ზომების შემსუბუქებას მოსახლეობის დიდ ნაწილში უარყოფითი ეფექტი ექნება, ბევრმა  შესაძლოა, ეს სიცოცხლისთვის რისკის შემცველად აღიქვას. 

„ფსიქოლოგიურად რთული იქნEბა ადამიანების სხვადასხვა ჯგუფებისთვის, მაგალითად, ხანში შესულებისთვის და მშობლებისთვის, რომლებიც იმის გამო ინერვიულებენ, რომ ბავშვმა სკოლიდან არ მოიტანოს ინფექცია“,-განაცხადა ფსიქოლოგმა.

 გამოკითხვის შედეგებს და ექსპერტების გაფრთხილებებს გავლენა ექნება უაიტჰოლში გამართულ დებატებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს კრიზისის ფაზაში მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა ისე, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს ეკონომიკას.

ხუთშაბათს პრემიერმა ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთში ვირუსის პიკმა გადაიარა, მაგრამ ხალხმა უნდა გაიგოს, რომ თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა ჯერ კიდევ საჭიროა. მოგვიანებით, მან თავისი ხედვა გააცნო მოსახლეობას, თუ როგორ უნდა მოხდეს საკარანტინო ზომების ისე შემსუბუქება, რომ ადამიანების სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დადგეს. 

დაუნინგ-სტრიტზე ბრიფინგის დროს, ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა კონსერვატორებიდან ჯენრიკ რობერტმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, შემსუბუქდება ქცევის წესები ქუჩებში, თუმცა არა შენობებს შიგნით, ასევე პაბებსა და კლუბებში. „ქუჩაში ინფიცირება ისე სწრაფად არ ხდება, როგორც შენობაში, ამიტომ საკარანტინო ზომების შემსუბუქებისას ეს უნდა იქნას გათვალისწინებული“,-განაცხადა მან. 

კოსერვატორთა დიდი ნაწილი მომხრეა, ადამიანების დიდი რაოდენობა დაუბრუნდეს სამუშაო ადგილებს და „გახურდეს “ ეკონომიკა, სანამ ბევრი დაწესებულება გაბანკროტდება, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი კი, კვლავ მკაცრი ზომების მომხრეა, რადგან თვლის, რომ მოსახლეობა ჯერ კიდევ დაუცველია. 

Opinium-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ხელისუფლება ცდილობს, მოიპოვოს საზოგადოების მხარდაჭერა კორონავირუსთან ბრძოლის კრიზისში. მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც ხელისუფლების ზომებს ემხრობა, 61%-დან 41%-მდე ჩამოვიდა. Opinium-ის წარმომადგენლის, ადამ დრამონდის თქმით, საკარანტინო ზომების გაუქმების მომხრეთა რიცხვი საკმაოდ დაბალია. „ადამიანთა რაოდენობა, ვისაც მიაჩნია, რომ კარანტინის შეზღუდვები ყველამ დაიცვა და უკვე აღარ არის საჭირო, საკმაოდ ცოტაა“. მისივე თქმით, ეკონომიკის სასწრაფო ამუშავებისკენ მისწრაფება ძირითადად ვესტმინსტერიდან მოდის და ხალხის ფართო მასების აზრს არ გამოხატავს.  

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული