Advertisements

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ COVID 19-ის ვაქცინის შექმნას წლები დაჭირდება

ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ძიებას შესაძლოა, რამდენიმე წელი დასჭირდეს. ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა ტელეკომპანია АRD-თან ინტერვიუში განაცხადა.

Nusagi

„მოხარული ვიქნებოდი, რომ ეს რამდენიმე თვეში მომხდარიყო“,-განაცხადა მან. „მაგრამ რელისტები უნდა ვიყოთ: ამან შეიძლება წლები წაიღოს, რადგან რასაკვირველია, შესაძლოა იყოს წარუმატებლობები (შექმნის პროცესში) ასეთი რამ გვინახავს სხვა ვაქცინების შექმნის დროს“,-დასძინა შპანმა.

მანამდე გერმანელი ვირუსოლოგები აცხადებდნენ, რომ ვაქცინა სავარაუდოდ, 2021 წლისთვის იქნებოდა მზად. 

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული