„გურული კორონას ეკიდება! წყალწაღებული ნაცბაქტერიები კი გურულს ეკიდებიან!“

Nusagi

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია ქართველი ექიმების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„საქართველოს მტრები- ქართველი გმირი ექიმების წინააღმდეგ!
სხვაგვარად ვერ განმარტავ იმ აბსურდს, რაც ტელესივრცეში ხდება!
წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო! გურული (ეგ ისეთი გურულია, როგორიც მე მონიკა ბელუჩი) კორონას ეკიდება! წყალწაღებული ნაცბაქტერიები კი გურულს ეკიდებიან!
ის, რასაც ქართველი ექიმები აკეთებენ, თავიდანვე გმირობა იყო და ასე ღირსეულად ასრულებენ თავის პროფესიონალურ მოვალეობას! ერთმა მეგობარმა, რომელსაც საკუთარი კლინიკები აქვს რუსეთში, მომიყვა ის საშინელება, რაც იქ ხდება. ჩემ კითხვაზე, – ჩვენთან რატომ არის ასე დაბალი სიკვდილიანობათქო? დაუფიქრებლად მიპასუხა: – ქართველი ექიმები შეთხლეშილები არიან თითოეული ავადმყოფის სიცოცხლის გადასარჩენადო!
დიახ, ასე მითხრა… შეთხლეშილები არიანო… სხვაგვარად არ ვიცი რა სიტყვით ვთქვა ის თავდადება, რასაც ეგენი აკეთებენო…
ჩვენო ექიმებო, არ იფიქროთ, რომ თქვენდამი ნდობა, მადლიერება, თქვენით აღფრთოვანება ერთი წამითაც დადგეს ეჭვქვეშ!
ჩვენ, შესაძლოა, ვიკამათოთ ვაქცინაზე, სავალდებულო ვაქცინაციაზე, სტრესულ გარემოზე, ადამიანის იმუნიტეტის დაქვეითების სხვადასხვა ხელოვნურად შექმნილ ფაქტორებზე, მაგრამ არასოდეს დავაყენებთ ეჭვქვეშ თქვენდამი ნდობას, თქვენს პროფესიონალიზმს და თქვენს თავგანწირვას!
მადლობა კიდევ ერთხელ!“ – წერს ხათუნა ხოფერია.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ის ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველ ექიმ ზურაბ გურულისგან და ჟურნალისტ ეკა კვესიტაძესგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
„ისინი TV მთავარის“ გადაცემებში გეგმაზომიერად ეწევიან COVID-19-ის კლინიკური მართვის ქართული პროტოკოლის და ქართველი ექიმების დისკრედიტაციას, რისთვისაც იყენებენ, როგორც არსებული ფაქტების ტენდენციურ ინტერპრეტაციას, ისე ფაქტობრივ ტყუილებს“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: