Advertisements

ეგვიპტეში ტურისტებისთვის სასტუმროები იხსნება

ეგვიპტეში ადგილობრივი ტურისტებისთვის სასტუმროების გახსნის პროცესი იწყება, თუმცა იმოქმედებს გარკვეული შეზღუდვები.

Nusagi

სასტუმროში აუცილებელია იყოს მედ-პუნქტი და საკარანტინო სივრცე, იმ შემთხვევისთვის, თუკი რომელიმე დამსხვენებელს კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდება. სტუმრები ვალდებული არიან აკონტროლონ ტემპერატურა და გამოიყენონ ანტისეპტიკური ხსნარები.

სასტუმროების პერსონალს პერიოდულად კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდებათ.

სასტუმროების გახსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოფიციალური მონაცემებით, თვეში ზარალმა $1 მლრდ-ს მიაღწია. ასეთი რეჟიმი ქვეყანაში მაისის ბოლომდე შენარჩუნდება, ხოლო ივნისიდან სასტუმროების 50% მუშაობას განაახლებს.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული