Advertisements

„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ დენის მიწოდება არც იმ აბონენტებს შეუწყვიტა, ვინც 200 კვტ ელექტროენერგიის მოხმარებას გადასცდა“

“ენერგო-პრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ავთო დვალიშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:

Nusagi

„მეგობრებო, ერთი განმარტება მინდა გავაკეთო….
200 კვტ ელექტროენერგიის მოხმარებას ვინც გადასცდა ყველამ იცით რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული სუბსიდია არ შეეხო. მიუხედავად ამისა, ენერგო-პრო ჯორჯიამ გამოიჩინა კეთილი ნება და მარტის თვეში მოხმარებული დენის დავალიანების გამო, დენის მიწოდება არავის შეუწყვიტა. კომპანიამ ასევე გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა და მიუხედავად იმისა, რომ თებერვალში საერთოდ არ არსებობდა სუბსიდია, აღნიშნულ თვეში მოხმარების გამოც არავის შეუწყვიტა ენერგომომარაგება.

კომპანია არის სადისტრუბუციო ენერგოკომპანია, თავადაც ყიდულობს სხვადასხვა მომწოდებლებისგან დენს და მერე აწვდის თავის აბონენტებს…. ალბათ ისიც გესმით, რომ სულ გადაუხდელობა ვერ გამოვა, მაშინ ენერგო-პროსაც გაუჭირდება თავის მომწოდებლებთან ანგარიშწორება. ამიტომ მაქსიმალურად ეხმარება კომპანია ყველას რომ გადაიხადოს დენის საფასური, გადანაწილებით და ა.შ.“ – წერს ავთო დვალიშვილი.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed