Advertisements

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია თავს ესხმის ექიმებს, რომლებიც პრაქტიკულად ომში არიან, ეს იგივეა, წინა ხაზზე მყოფ ჯარისკაცებს აკრიტიკებდე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციას ექიმებზე თავდასხმაში ადანაშაულებს და ამის გამო აკრიტიკებს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, რომ ეს იგივეა, ომი გქონდეს და აკრიტიკებდე ჯარისკაცებს, რომლებიც წინა ხაზზე საომარ ვითარებაში არიან.

Nusagi

„ოპოზიციის მხრიდან ძალიან ბევრი თავდასხმაა თუნდაც ექიმებზე, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც პრაქტიკულად ომში არიან ჩართულნი.

ეს იგივეა, ომი გქონდეს და აკრიტიკებდე ჯარისკაცებს, რომლებიც წინა ხაზზე საომარ ვითარებაში არიან. ეს არის წარმოუდგენელი მოვლენა, რომელიც არ მგონია, რომ ევროპის რომელიმე სივრცეში ფიქსირდებოდეს. ეს აჩვენებს იმას, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა შემდგომ განვითარებას მოითხოვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed