იუსტიციის სახლები იხსნება

Nusagi

“გაიხსნება იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები, ოღონდ ახალი პრინციპით ვიმუშავებთ. იმისთვის, რომ განაცხადი შეიტანოთ მომსახურეობაზე და მოხვდეთ სერვის-ცენტრში საჭიროა პორტალზე my.gov.ge დაჯავშნოთ თქვენი ვიზიტი. მისი გვერდის ავლით ვერავინ მოხვდება დაწესებულებებში”,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული რეჟიმით ვიზიტის დაჯავშნა ხვალიდან იქნება შესაძლებელი.

“ერთადერთი სერვისი, რომელსაც ეს წესი არ შეეხება, იქნება რიტუალის წესით ქორწინება”,- აღნიშნა მინისტრმა.

ასევე შენობაში სავალდებულო იქნება პირბადის გამოყენება.

Facebook Comments
%d bloggers like this: