Advertisements

მაკა სოლოღაშვილი: გვაქვს პლაქვენილის გამოყენების შემთხვევები და არ გვქონია არანაირი გართულება

პარასკევის შემდეგ ჩვენს კლინიკაში შვიდი ახალი პაციენტია. შვიდივე მათგანი ჩვენთან გადმოყვანილია და ყველა ცნობილი კლასტერია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა.

Nusagi

მისი თქმით, ერთი პაციენტი მკურნალობს რეანიმაციაში, რომელიც ჟანგბადდამოკიდებულია და მკურნალობას გადის ინტენსიური თერაპიით. მისივე განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური.

მაკა სოლოღაშვილის ასევე განმარტავს, რომ პლაქვენილი რჩება პროტოკოლით დამტკიცებულ მედიკამენტთა შორის, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით ხდება მისი გამოყენება.

„როდესაც პაციენტის მდგომარეობა მოითხოვს პლაქვენილის ჩართვას, ექიმი ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ გვაქვს პლაქვენილის გამოყენების შემთხვევები და არ გვქონია არანაირი გართულება. ვიყენებთ მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც ამის აუცილებლობა არსებობს”, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული