Advertisements

მამა იერონიმე: არ უნდა გვეგონოს, რომ სასულიერო პირები წმინდანები არიან

“ეკლესია უმანკოთა მუზეუმი არ არის. ეკლესია ადამიანების გამოსწორების ადგილია და ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ეკლესიაში მოვლენ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ წმინდანები არიან”,- ამის შესახებ რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმსახურმა მამა იერონიმე ქათამაძემ სასულიერო პირებს შორის მომხდარ დაპირისბირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

Nusagi

მისი თქმით, მეუფე იობი ყინწვისის მამათა მონასტრის ყოფილ წინამძღვარზე კონკრეტულ გადაწყვეტილებას საეკლესიო სამართლის მიხედვით მიიღებს.

„საუბარია, რომ თითქოს მეუფე იობი მას ხელს აფარებდა, შვილობილის სტატუსი ჰქონდა და მას განსაკუთრებულ უფლება-მოვალეობებს ანიჭებდა, არავითარ შემთხვევაში! მინდა გითხრათ, რომ მე ორი წლის მანძილზე ვაკვირდებოდი, მეუფე იობი თუ როგორი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა მის მიმართ. ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მამა დავითის მიმართ იყო. ყველა ადამიანს აქვს პრობლემა, რომლითაც ეკლესიაში მიდის და მამა დავითიც არ იყო გამონაკლისი. არ იყო დაფარული, რომ მას სასმლის მიმართ დამოკიდებულება ჰქონდა. ამის გამო მამა დავითი მეუფე იობის მხრიდან ფაქტობრივად სულ მღვდელმოქმედება შეჩერებული იყო. ხელი არ დაუფარებია მისთვის. ჩემს თვალწინ ბევრჯერ გაუშვია შუა ღამით მონასტერში, რომელიც ძამისხევის განპირასაა, იმისათვის, რომ მას ხალხთან წვდომა არ ჰქონოდა და შესაბამისად, ალკოჰოლთან. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ მეუფე იობმა მის მიმართ ლოიალობა გამოიჩინა“, – აღნიშნა მამა იერონიმემ.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed