„პანდემია უკან იხევს, შეიძლება რამდენიმე კვირაში ახალი შემთხვევების მყარი კლება დაიწყოს“

შეიძლება რამდენიმე კვირაში ახალი შემთხვევების მყარი კლება დაიწყოს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

„ეპიდემიისა და პანდემიის დროს კარგის ნიშანია, როდესაც გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი დაინფიცირებულ ადამიანებს აღემატება. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ნელ-ნელა პანდემია უკან იხევს და ჩვენ პიკურ პერიოდს ვლახავთ და შეიძლება რამდენიმე კვირაში ახალი შემთხვევების მყარი კლება დაიწყოს“, – აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: