Advertisements

პლაქვენილის ჩვენებაც კარგად ვიცით, როდის დავნიშნოთ ისიც, უკუჩვენებაც და როდის შევწყვიტოთ ისიც – ლევან რატიანი

ჩვენებაც კარგად ვიცით, როდის დავნიშნოთ, უკუჩვენებაც, როდის შევწყვიტოთ და რა დოზით მივცეთ პაციენტებს, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

Nusagi

კითხა შეეხებოდა იმას, აქვს თუ არა უკუჩვენება პრეპარატ პლანქვენილს და ხომ არ გამოვლენილა ის რომელიმე პაციენტში.

ლევან რატიანის თქმით, სახელმწიფო პროტოკოლში დაწვრილებით წერია, თუ ვის დაენიშნოს პლანქვენილი, ვის არა და როგორ უნდა მოხდეს პაციენტების მკურნალობა.

„საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში დევს პროტოკოლი, რომელიც დამტკიცებულია ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძის მიერ, მისი ერთ-ერთი ავტორი მეც გახლავართ და მინდა მოგახსენოთ, რომ იქ დაწვრილებით წერია, ვის დაენიშნოს პლაქვენილი, ვის – არა და როგორ ვუმკურნალოთ პაციენტებს. ჩვენი კლინიკა გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკა, რომელიც იყო მულტიპროფილური. მთავრობის დადგენილებით გადაკეთდა კოვიდთან ბრძოლის კლინიკად და არის ყველაზე მძლავრი, არავის ეწყინება, იმიტომ, რომ აქ არიან გაერთიანებული ის ადამიანები, რომლებიც თანამედროვე სიტყვას ამბობენ დღეს მედიცინაში დღეს და გუშინაც ასე იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენებაც კარგად ვიცით, როდის დავნიშნოთ, უკუჩვენებაც, როდის შევწყვიტოთ და რა დოზით მივცეთ პაციენტებს“,- განაცხადა რატიანმა.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული