Advertisements

რუსთავში “ორი ნაბიჯი” მეორედ გატეხეს (ვიდეო)

სურსათის  მაღაზია “ორი ნაბიჯი” მეორედ გატეხეს

Nusagi

კომენდანტის საათის დროს, ლეონიძის ქუჩაზე არსებული მაღაზიის გაქურდვას ახალგაზრდა მამაკაცი შეეცადა.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით მამაკაცმა კარების მინა აგურით გატეხა და შიგნით შეაღწია. სალაროსთან არსებული სიგარეტები მოაგროვა, კუთში ჩაყარა და უკან გამოსვლას აპირებდა რა დროსაც დაცვის სამსახურისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ.

ახალგაზრდა სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს.

შეგახსენებთ რომ აღნიშნული მაღაზია 3 კვირის წინ, ასევე კომენდანტის საათის დროს გაქურდეს.

პირველადი ინფორმაციით მაღაზია იმ მამაკაცმა გაქურდა რომელიც უკვე მისი მეორედ გაქურდვის დროს დააკავეს.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed