Advertisements

სოფო კილაძე – სტატიაში, როგორც გერმანელებს სჩვევიათ, ობიექტურად ჩანს ის დიდი წვლილი და დახმარება, რასაც ბიძინა ივანიშვილი უწევს საქართველოს

„გავლენიანი ინგლისურენოვანი გამოცემების შემდეგ, უკვე გავლენიანი გერმანულენოვანი გამოცემები ალაპარაკდნენ იმ წვლილის შესახებ, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მიუძღვის Covid19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. სტატიაში, როგორც გერმანელებს სჩვევიათ, ობიექტურად ჩანს ის დიდი წვლილი, ის დახმარება, რასაც ბიძინა ივანიშვილი უწევს საქართველოს და ქართულ სახელმწიფოს“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.

Nusagi

მისი თქმით, ქვეყნის ეფექტიანობა და ქვეყნის დემოკრატია ყველაზე კარგად იქიდან ჩანს, თუ როგორ უმკლავდება კრიზისულ ვითარებას ესა თუ ის სახელმფიფო.

„სტატიაში ხაზგასმით არის მითითებული, რომ ქართული სახელმწიფო კრიზისულ სიტუაციას გაუმკლავდა ძალიან კარგად. ამ ყველაფრის გადაზღვევა რეალურად იყო სწორედ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც უპრეცედენტო დახამრება გაუწია თავის ქვეყანას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სტატიაში ასევე მითითებულია, რომ იმ ფონზე, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილზე მეტი შესაძლებლობა აქვს, ეს ადამიანი არის ის, ვინც უპრეცედენტოდ მოიქცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით“- აღნიშნა სოფო კილაძემ.​

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული