Advertisements

ტიკარაძე: კერძო სექტორს მოვუწოდებ დარეგისტრირდნენ და დაიწყონ მომზადება

“ჩვენი სურვილია, რომ გახსნის გეგმები დავაჩქაროთ იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელი შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

Nusagi

მისი თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის პარალელურად, ეკონომიკის გახსნის ეტაპზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორის და ეკონომიკური გუნდის მაღალ პასუხისმგებლობას.

“ჩვენ ბოლო 3 თვის მანძილზე ვიხილეთ, როგორი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან ჩვენი მოქალაქეები, რის შედეგადაც სწორედ სამთავრობო გუნდმა შეძლო და კოვიდინფექციის მართვასთან მიმართებაში დადო საუკეთესო შედეგები. სწორედ ახლა დადგა ის დრო, როდესაც ჩვენს კერძო სექტორს ეკისრება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინპსექციის სამსახური უკვე რამდენიმე დღეა მუშაობს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ბიზნესს, რათა მათ შეძლონ გააქტიურება და გახსნის ღონისძიებების დაჩქარება მთავრობის გუნდთან ერთად. ამისათვის საჭიროა მათი რეგისტრაცია და მზაობის დაფიქსირება, შრომის ინსპექციის სამსახურის მხრიდან უნდა მიიღონ ის კონსულტაციები, რითაც ისინი შეძლებენ, მართონ თავიანთი ბიზნესი უსაფრთხოდ, როგორც საკუთარი ფირმებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის და რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეებისთვის.

მოვუწოდებ ყველას, მოხდეს დროული დარეგისტრირება და დროული მომზადება იმისათვის, რომ მთავრობის მხრიდან დაგეგმილი ყველა ღონისძიება განხორციელდეს ყველანაირი შეფერხების გარეშე”, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed