ტურიზმის სექტორის აღდგენის სტრატეგიული გეგმის შემუშავებულია და მას უახლოეს დღეებში წარვუდგენთ საზოგადოებას, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის სამინისტროს დაევალა ტურიზმის სექტორის აღდგენის, როგორც ყველაზე დაზარალებულის და ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალის, სტრატეგიული გეგმის შემუშავება. ჩემი ინფორმაციით, ამ გეგმაზე მუშაობა დასრულებულია და მას უახლოეს დღეებში წარვუდგენთ საზოგადოებას“, -განაცხადა გახარიამ
Facebook Comments