Advertisements

უკრაინული მედია: პოლიტიკაში სააკაშვილს ეხერხება მხოლოდ ერთი რამ – ნგრევა, მისი რეფორმატორობა მითია

სააკაშვილი ძალაუფლებას დახარბებული ადამიანია, უფრო სწორედ, იგი შეპყრობილია ძალაუფლების წყურვილით და ძალზე საშიშია,- „გლავრედ ინფო“ აქვეყნებს სტატიას სათაურით – ,,ზელენსკი კიდევ ასჯერ ინანებს იმას, რომ სააკაშვილს დაუკავშირდა”

Nusagi

პოლიტიკური ექსპერტი წერს, რომ პოლიტიკაში სააკაშვილს მხოლოდ ერთი რამ ეხერხება – ნგრევა და მისი რეფორმატორობა მითია.

ზელენსკი კიდევ ერთხელ შარში გაეხვა. ამჯერად სერიოზულად და დიდი ხნით, უფრო სწორედ კი, სამუდამოდ. მან, პოროშენკოს შემდეგ, ფეხი ჩადგა იშვიათ ნეხვში, რომელიც აქამდე წყნარად და განმარტოებულად იდო გზისპირას და არავის უშლიდა ხელს. მაგრამ ზელენსკიმ არ გაუშვა შანსი და მოახერხა თავისი ფეხის თხევად კონსისტენციაში ჩაფლობა. განავალმა ისეთი სუნი აუშვა, რომ პრეზიდენტი უკვე ვალდებულია სააკაშვილს რაიმე თანამდებობა მისცეს, რომელიც დააკმაყოფილებდა მოუსვენარი ქართველის ამბიციებს. ზელენსკიმ შეურაცხყოფა მიაყენა მიხოს იმით, რომ შესთავაზა თანამდებობა და შემდგომ, საქართველოს ზეწოლის გამო, უარი თქვა საკუთარ წინადადებაზე. საპასუხოდ, სააკაშვილმა მიანიშნა, რომ თუ ზელენსკი არ შეურჩევს მას სათანადო თანამდებობას, მაშინ იგი გადავა ოპოზიციაში. რას ნიშნავს ეს? მცირე გადახვევა თემიდან. უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკაში სააკაშვილს ეხერხება მხოლოდ ერთი რამ – ნგრევა. არ აქვს მნიშვნელობა რისი, მთავარია – ბრძოლა და ნგრევა სხვადასხვა ლოზუნგების სკანდირებით. სააკაშვილს არ ეხერხება შემოქმედება, არ შეუძლია რეფორმების განხორციელება – მისი რეფორმატორობა მითია. მას მხოლოდ ძველი სტრუქტურების განადგურება ეხერხება, თუმცა განადგურებაში ძალზედ ეფექტურია. ამ საქმეში სააკაშვილს თითქმის ვერავინ შეედრება. ტურბულენტური, გარდამავალი და რევოლუციური პროცესები – ეს მისი საარსებო გარემოა. მისი სტიქია. ის ყველაფერს საძირკველამდე ანადგურებს. და შემდგომ? შემდგომ კი ჩვეულებრივ დიქტატორად იქცევა. „ყველა საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილი არის დემოკრატი, სხვა არაფერია თუ არა ლამაზი მითი. ის ძალაუფლებას დახარბებული ადამიანია, უფრო სწორედ, იგი შეპყრობილია ძალაუფლების წყურვილით და, შესაბამისად, ძალზე საშიშია. ის არის მოთამაშე, რომელიც ძალიან მაღალ ფსონებს დებს და ძალაუფლებისთვის ბრძოლაში არ იშურებს არანაირ კომპრომისს.“ აი ასეთ საშიშ, ოდიოზურ და უმადურ პერსონაჟთან მოახერხა დაკავშირება ზელენსკიმ“,- ნათქვამია „გლავრედ ინფოს” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული