Advertisements

ქალს სტატუსი ვეღარ დაუწერია, თქვენ ხო ადამიანები არა ხართ, დაუშვით ავტობუსები!-ნინო ახობაძე

,,ზამთარ-ზაფხულ, დარში, ავდარში, არჩევნების დროს, ახალ წლებზე, მიწისძვრის მომენტში, ხანძრების დროს ტყეები რო იწვოდა, თავის დაბადების დღეზე და ყველა დღესასწაულზე
ერთი ქალი სულ წერს: “დაიბანეთ იღლიები”!
ხანდახან ერთ-ორ სიტყვასაც წაუმატებს ხოლმე, მაგ: “დაიბანეთ იღლიები! შეუძლებელია უკვე მგზავრობა”!!!!

Nusagi

აზრზე არა ვარ თავისი მარშრუტის ავტობუსის ან სამარშრუტო ტაქსის მძღოლები და მგზავრები ყავს თუ არა ფრენდებში, მაგრამ ჩვენ სულ ვკითხულობთ და სულ ვიბანთ….
წლები გვაკავშირებს უკვე, შევეჩვიეთ, აქ ხომ ყველა იმას ვყვირით, რაც გვაწუხებს და გვიხარია. ჰოდა
რაც ეს პანდემია დაიწყო
რაღაცნაირად მიჩუმდა.
ამ ორიოდე კვირის წინ ისევ ამომიხტა სტატუსით:
“როდის გვეღირსება ბოლო-ბოლო ტრანსპორტიი”??!!
—–
ქალს სტატუსი ვეღარ დაუწერია, თქვენ ხო ადამიანები არა ხართ, დაუშვით ავტობუსები!

ჰოდა რატომ ვწერ ეხლა მე ამას: წეღან შემომხვდა ისევ და გადავირიე სიხარულით. დაუწერია: “დაიბანეთ იღლიები! დღეს ვიყავი ბანკში და ხალხი ყარს”!!
—-
ესე იგი, ამან თუ ყნოსვა დაკარგა, ეგრევე ინფექციურში უნდა გააქანონ, ტესტი აღარ უნდა…

ეტყობა მეც გადავიღალე…”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნინო ახობაძე

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული