ქეთევან ციხელაშვილი: თითოეულ მოქალაქემდე თანაბრად უნდა მივიდეს ის შესაძლებლობები, რომელსაც მთავრობა ქმნის

“ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა. მიღებულია დავალება, განსაკუთრებით ადგილობრივი მმართველობებისთვის, რომ გაორმაგდეს ძალისხმევა იმისთვის, რომ თითოეულ მოქალაქემდე თანაბრად მივიდეს ის შესაძლებლობა, რასაც სახელმწიფო ქმნის ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური მიმართულებებით”,- ამის შესახებ შერიგებისა და საქმოქალაქო თანასწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეულ რეგიონებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის მოქმედება მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისკენ. როგორც მან აღნიშნა, გაგრძელდება პანდემიასთან დაკავშირებული საინფორმაცია კამპანია, რათა მოსახლეობამ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს მთავრობის გადაწყვეტილებების შესახებ.

“ეთნიკურ უმცირესობებს საშუალება აქვთ, მათთვის გასაგებ ენაზე მიიღონ ინფორმაცია. მარტის დასწყისიდან ნახევარ მილიონზე მეტი ბეჭდური მასალა არის დარიგებული რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ჯგუფები ცხოვრობენ “,- აღნიშნა მინისტრმა.

Facebook Comments

ახალი დადებული