„ჩემი სიკვდილის შემთხვევაში ექიმებს ჰქონდათ სტრატეგია “სტალინის სიკვდილი”

Nusagi

დიდ ბრიტანეთში, ახალი კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ბოლო კვირების განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო დღის განმავლობაში დაფიქსირდა 315 ლეტალური შემთხვევა და 4 339 ახალი ინფიცირებული.

ხელისუფლების ცნობით, ბრიტანეთში დამსაქმებლებმა შესაძლოა ჩამოაყალიბონ მოძრავი სამუშაო გრაფიკი – დისტანციის ზომების შესანარჩუნებლად და სატრანსპორტო საშუალებების ტრაფიკის თავიდან ასაცილებლად.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, თავის პირველ ინტერვიუში Covid-19-ის დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ საავადმყოფოში, მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ლიტრობით ჟანგბადს აწვდიდნენ. ჯონსონის თქმით, მან იცოდა, თუ რამდენად მძიმე იყო მისი მდგომარეობა და რომ ექიმებს, მისი გარდაცვალების შემთხვევაში კონკრეტული სამოქმედო გეგმა ჰქონდათ.

“იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი ცუდად წარიმართებოდა, ექიმებს ჰქონდათსტრატეგია – “სტალინის სიკვდილი”, – აცხადებს იგი.

ბორის ჯონსონს ახალი კორონავირუსი 26 მარტს დაუდგინდა, 10 დღის შემდეგ კი იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ერთი დღის შემდეგ, იგი რეანიმაციაში გადაიყვანეს. ორშაბათს, 27 აპრილს კი, ბორის ჯონსონი დაუბრუნდა თავის მოვალეობის შესრულებას, ხოლო 29 აპრილს, მას და მის საცოლეს კერი საიმონდსს ვაჟი შეეძინათ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: