Advertisements

„ჯერ ანტენები აქ არ დადგმულა, ამიტომ ნუ გადაფსიხდებით და მობილური კავშირგაბმულობის ანძებს ნუ გადაწვავთ“

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოში 5G ტექნოლოგიის დანერგვასა და მოსახლეობის შესაძლო „მასობრივ დაჩიპვასთან“ დაკავშირებით, საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს სოციალურ ქსელში პასუხობს:

Nusagi

„არაერთი შეკითხვის პასუხად, საჯაროდ დავწერ:
– 5G-ის მოწინააღმდეგე არ ვარ. თუმცა, კორონობა და ანტენობანას კორელაცია სისულელედ მიმაჩნია. ჯერ ანტენები აქ არ დადგმულა. ამიტომ ნუ გადაფსიხდებით და არსებული მობილური კავშირგაბმულობის ანძებს ნუ გადაწვავთ. შეიბრალეთ თქვენი ახლობელნი, არავის უნდა თქვენი ჩატუსაღება.
– არავინ/ვერავინ ‘დაგვჩიპავს’ ჩვენი ნების გარეშე და ეს არცაა დღის წესრიგში.
– ყინწვისის მონასტრის ბერი თუ სავარაუდოდ, მთვრალი იყო და ‘აბოიმა’ დააცალა ოპონენტს, ეს ჩემ, შენ/თქვენ რწმენას არ უნდა არყევდეს.
– გაგიჩნდა შეკითხვები? სახარება წაიკითხე. ნუ დაიზარებ, ცოტა განათლდი თუ რაა ოთხთავი და ვინ არიან მოციქულნი მახარებელნი. ინტერნტეში ძევს ეს ინფორმაცია დიდი ხანია. გაესაუბრე მოძღვარს, შეგნებულ მრევლს. დაელაპარაკე ნაცნობ ფსიქოლოგს, თუ არ ხარ რწმენაში, ეგეც დაშვებულია. მთავარია სისულელეში, სიბეცეში არ იყო.
– ეკლესიის მორალია შერყეული? საკუთარს შეხედე და ახლობლებისას. შენც ხარ ეკლესიის წევრი. ეკლესია არაა მხოლოდ ტაძრის შენობა, ანაფორა, კაბოსანი, მედავითნე თუ მესანთლე.
– შესაძლებლობების ფარგლებში, ყოველდღიურად ვის, როგორ, რანაირად ეხმარები ამის პირადი აღრიცხვა ანდა გეგმა გაქვს? თუ არა, შეიმუშავე!

და რაც მთავარია, მოწყალება გაიღე ყოველდღიურად. ის, რაც შეგიძლია. გლახაკის დახმარება, სულიერი, ინტერნეტ-გამხნევება, თანხების მობილიზება, უამრავი რამ. რომ ჩაუღრმავდე, ბევრ საქველმოქმედო სარეალიზაციო სცენარს განახორციელებ.

მშვიდობა, ჯანმრთელობა და განვითარება საქართველოსა და კაცობრიობას!
#დარჩისახლში და გაუფრთხილდი ოჯახს, ერს, დედამიწას!

Facebook Comments
Advertisements

You may have missed