Advertisements

ჰოლივუდის ვარსკვლავი ტომ ჰენქსი კოვიდინფიცირებულებს საკუთარი პლაზმით დაეხმარება

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ტომ ჰენქსი და მისი მეუღლე იმ ადამიანებს შორის არიან, ვინც COVID-19 დაამარცხა.  ვირუსისგან სრულიად გამოჯანმრთელებულმა მსახიობმა საკუთარი პლაზმით კორონავირუსით ინფიცირებულების დახმარება გადაწყვიტა.

Nusagi
Image

“ესაა წინა კვირას ჩაბარებული პლაზმა. ამის გაკეთება ძალიან ადვილია სათანადო დოკუმენტაცის შევსების შემდეგ!”

მსახიობმა Twitter-ით მოუწოდა საზოგადოებას, რომ გასწიონ სისხლის დონაცია UCLA-ს საზოგადოებრივი ჯანმრთეობისა და დევიდ გეფენის სამედიცინო სკოლებისათვის COVID-19 -ის ინფექციაზე სწრაფი რეაგირებისათვის.  ცნობისთვის, ეს დაწესებულებები აწარმოებენ რეგულარულ ტესტირებას, ანტისხეულების სკრინინგს, ფსიქიატრიულ და პირველად დახმარებებს, ასევე სხვა ჯანდაცვით სამუშაოებს ლოს-ანჟელესში.

შეგახსენებთ, რომ ჰენქსი და მისი მეუღლე, მსახიობი რიტა ვილსონი, ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ კარანტინიდან. მათ მარტის დასაწყისში, ავსტრალიაში მოგზაურობის შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდათ. ცნობილმა ჰოლივუდურმა წყვილმა, რეპ-რემიქსები, სახელწოდებით “Saturday Night Live” (“შაბათის ღამის ლაივები”), ჩაწერეს და სახლიდან უამბეს საზოგადოებას  დაავადების მიმდინარეობისა და მკურნალობის შესახებ. გასულ კვირას, კიდევ ერთი გამოჯანმრთელებულმა, “Hawaii Five-0” -ის წამყვანმა, დანიელ დაიმ კიმმაც, მისი პლაზმის შემოწირულობის ამსახველი ფოტო გააზიარა სოციალურ ქსელში. სისხლის გაღების სურვილი გამოთქვეს “CNN”-ის ცნობილმა წამყვანებმა, ბრუკ ბალდვინმა და კრის კუომომ.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული