Advertisements

ალექსანდრე გოგინავა: ასეთი განცდა მაქვს, რომ მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისიდან ჩვენთან ახალი შემთხვევების მყარი კლება იქნება

ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ საქართველოში ეპიდემიის დასრულების შესახებ საკუთარი პროგნოზი გააკეთა. ამის შესახებ ექიმმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. მისი შეფასება მსოფლიო გამოცდილებაზეა დამყარებული.

Nusagi

„თუ გადავხედავთ სხვა ქვეყნებს, რომლებიც ჩვენზე წინ არიან 3-4 კვირით, თუ გადავხედავთ სხვა პანდემიების გამოცდილებას, დაახლოებით შიდა გავრცელებიდან 6 კვირის მერე დგება პიკი. შიდა გავრცელებიდან გასულია ზუსტად 6 კვირა. ეს პიკი შესაძლოა გავრცელდეს 2-3 კვირის განმავლობაში, მერე არის ე.წ. პლატო და შემდეგ ნელ-ნელა იწყება უკვე კლება. ეს არის ის კარგი პროგნოზი, რაც შეგვიძლია ჩვენ ვივარაუდოთ და იმედია, რომ ის გამართლდება. ასეთი განცდა მაქვს, რომ მაისის ბოლოს პერიოდიდან – ივნისის დასაწყისიდან ჩვენთან უკვე დაწყებული იქნება ახალი შემთხვევების მყარი კლება და ზაფხულის პერიოდს ბევრად უფრო მშვიდობიანად გავატარებთ“, – განაცხადა გოგინავამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დადებითი დინამიკის მიუხედავად, საზოგადოებამ სრულფასოვანი ვაქცინის შექმნამდე, მეორე ტალღის შემცირების მიზნით ჰიგიენური ნორმები უნდა დაიცვას.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული