Advertisements

„გვყავს მოქალაქეები, რომლებსაც სიმპტომები არ აღენიშნებოდათ, მაგრამ კორონავირუსი გადატანილი აქვთ“

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ფიქსირდება შემთხვევები, როცა ადამიანებს covid 19-ის სიმპტომები არ აღენიშნებოდათ, თუმცა ინფექცია გადატანილი აქვთ.

Nusagi

როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მათი ყველა კონტაქტი მოკვლეულია.

„ჩვენ, საქართველოში გვაქვს შემთხვევები, როცა პაციენტებს აქვთ გადატანილი ინფექცია ისე, რომ არ უდგინდებოდათ სიმპტომები. ასეთი არის რამდენიმე მოქალაქე და მათი ყველა კონტაქტი არის გამოკვლეული და ამ ადამიანებში ჩვენ გვყავს ასევე ისეთები, რომლებზეც მონიტორინგი დღესაც მიმდინარეობს,“ – აცხადებს ტიკარაძე.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed