Advertisements

„ეს ვირუსი იანვრამდე მოსახლეობაში რომ იყო, ამის თქმა უკვე ცალსახად შეიძლება“

დიდი ალბათობით, ეს ვირუსი სწორედ იმ პერიოდში უკვე ძალიან დიდ პოპულაციაში შესაძლებელია გავრცელებული ყოფილიყო. ძალიან ბევრ ადამიანს გამოვლინების და სიმპტომების გარეშე ან თუნდაც სიმპტომებით უკვე მოხდილი აქვს, – ამის შესახებ სისხლძარღვთა ქირურგმა, ჯუმბერ ფარცახაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

Nusagi

„ეს ვირუსი იანვრამდე მოსახლეობაში რომ იყო, ამის თქმა უკვე ცალსახად შეიძლება. მოგეხსენებათ, ჩინეთი ამ ინფექციის გავრცელებას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა, შესაბამისად იმ პერიოდში შეზღუდვები არ არსებობდა, რა თქმა უნდა, ქვეყნებს შორის მოგზაურობა აკრძალული არ იყო და აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ეს ვირუსი სწორედ იმ პერიოდში უკვე ძალიან დიდ პოპულაციაში შესაძლებელია გავრცელებული ყოფილიყო. ძალიან ბევრ ადამიანს გამოვლინების და სიმპტომების გარეშე ან თუნდაც სიმპტომებით, კორონავირუსი უკვე მოხდილი აქვს“, – აღნიშნა სისხლძარღვთა ქირურგმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ COVID-19-ის შემთხვევის დეკემბერში გამოვლენა გასაკვირი არ არის და შესაძლებელია უფრო მეტი ადრეული შემთხვევების აღმოჩენა, – ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი  წერს.

„იმედინიუსი“

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული