Advertisements

„მთავრობაში თუ ქვეყნის მტრები არიან, შეუძლიათ გააგრძელონ საგანგებო მდგომარეობა”

„მთავრობაში თუ ქვეყნის მტრები არიან, შეუძლიათ კიდე გააგრძელონ საგანგებო მდგომარეობა და ადამიანებს ნორმალური ცხოვრების საშუალება საერთოდ აღარ მისცენ. მითუმეტეს, რომ საგანგებო მდგომარეობა თავიდანვე ისე გამოაცხადეს, ეკონომიკაზე არც კი უფიქრიათ, არადა საბოლოო ჯამში ეკონომიკა ყველაზე დამანგრეველია, მათ შორის ადამიანის ჯანმრთელობის და ფსიქიკის. თუნდაც ახლა, სამი თვის შემდეგ, ხალხს კრედიტების გადახდა რომ მოუწევს, საიდან უნდა მოიტანონ ეს ფული? აი ამ კონკრეტულ საკითხებზე უნდა ვისაუბროთ პარლამენტში, შესაბამისი პროფილის კომიტეტებში, თორემ გახარიას ნახვა ნამდვილად არავის ენატრება.“ – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად კანონების შეცვლას ითხოვს.

Nusagi

დავით ჭიჭინაძის თქმით: „ძალიან ბევრი კანონია ამ ქვეყანაში შესაცვლელი, რომელიც სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს, შემდეგ ამ ადგილების დაფინანსებას და ზოგადად ბიზნესის განვითარებას, რადგან იმდენი სამუშაო ადგილია უკვე დაკარგული, არამგონია ამის აღდგენას სამი, ან თუნდაც ექვსი თვე ეყოს. ამიტომ ვამბობ, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი ამ ციფრების ბრახაბრუხი არც ანტიკრიზისული გეგმაა და მითუმეტეს არც ეკონომიკა.

ელემენტალურად მაგალითისთვის. დაანონსდა სამუშაო ბიზნესის გახსნა, მაშინ როდესაც რეალობა ასეთია: ბანკები სესხებს არ იძლევიან; შეზღუდულია გადმორიცხვები; შემოსავლებიც პრაქტიკულად არავის გააჩნია, რა თქმა უნდა ხელისუფლებასთან დაკავშირებული ადამიანების გარდა, ვინც ისედაც დიდი ხანია უკვე ხანია ყველაფერი იყიდა. ანუ, რეალურად მყიდველი არ არსებობს და რას ვეუბნებით ამ ხალხს, ახალი ვალი აიღეთ და მერე დარეგულირდება ყველაფერიო? ! და კიდევ, მთავრობამ დღევანდელ რეალობაში ტურიზმზე კი არა, იმაზე უნდა იფიქროს, ნაციონალური ავიაკომპანია როგორ შექმნას. მითუმეტეს, რომ გადაზიდვები მცირდება, ფასები იზრდება… აი, ეს ყველაფერია დასათვლელი.“

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული