Advertisements

მიქელწყაროში, ერთ-ერთი ოჯახის მიტოვებულ ბოსელში დაუძლურებული მგელი ნახეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელწყაროში გარემოს დამცველებს ელოდებიან. ერთ-ერთი ოჯახის ბოსელში მგელი ნახეს, რომელიც დაუძლურებულია.
,,ის წევს ერთ ადგილზე და არ მოძრაობს. აშკარად ბებერი მგელია, ველოდებით გარემოს დამცველებს, რომ წაიყვანონ. მოკვლაც არ გვინდა” – გვითხრეს სოფელში.
როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, მგელი გუშინ ნახეს და აღნიშნავენ, რომ ფაქტობრივად ბინა დაიდო. მათი თქმით, აღნიშნულ ბოსელში საქონელი დიდი ხანია აღარ ყოლიათ.
კასპის პოლიცია ადგილზე იმყოფება, ბოსლის კარები გამოკეტეს და მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

Nusagi

წყარო:qartli.ge

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული