“მსოფლიოს კორონავირუსის მეორე და მესამე ტალღა ემუქრება”

Nusagi

მსოფლიო, შესაძლოა, კორონავირუსის პანდემიის მეორე და მესამე ტალღის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. ამის შესახებ გერმანიის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ, რობერტ კოხის ინსტიტუტის პრეზიდენტმა ლოთარ ვილერმა განაცხადა.

“მე ამას ვაცხადებ ექსპერტებზე დაყრდნობით, მათ დაადასტურეს, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის მეორე და მესამე ტალღა იქნება”,- აღნიშნა ინფექციონისტმა.

როგორც მან აღნიშნა, გერმანიის ჯანდაცვის სისტემა ინფექციის შემდეგი ტალღების შესაძლო განვითარებისათვის მზად არის.

”ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ ამისთვის. ექიმებმა ახლა იციან თუ როგორ გამოიკვლიონ და უმკურნალონ პაციენტებს. ჩვენ გვაქვს საუკეთესო სამკურნალო რეაგენტები”,- განაცხადა ლოთარ ვილერმა.

მისი თქმით, ქვეყანაში 130– ზე მეტ ლაბორატორიას დღეში 140 000-ზე მეტი კველევის ჩატარება შეუძლია.მსგავსი სიახლეები

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: