Advertisements

რუსეთში, სამი ექიმის ფანჯრიდან გადავარდნა კითხვებს აჩენს-CNN

რუსეთში, საავადმყოფოების ფანჯრებიდან სამი ექიმის იდუმალებით მოცული გადავარდნა საზოგადოებაში კითხვებს აჩენს. წერს CNN.

Nusagi

გამოცემის ცნობით, ორი ექიმი დაიღუპა, ერთი – საავადმყოფოში რჩება. სამივე ინციდენტს რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ. „ეს საკითხი რუსეთის პრესისა და სოციალური მედიის განსჯის საგანია“, – წერს გამოცემა.

სასწრაფო დამარების ექიმი ალექსანდრე შულეპოვი შაბათს იმ საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებული ექიმი მკურნალობას გადიოდა.

შულეპოვი საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 22 აპრილს გადაიყვანეს. იმავე დღეს მან და მისმა კოლეგა ალექსანდრე კოსიაკინმა სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსეს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ მას შემდეგ რაც შულეპოვს კორონავირუსი დაუდასტურდა, მას მუშაობის გაგრძელებას აიძულებდნენ“- ნათქვამია სტატიაში.

გამოცემის ცნობით, შუპელოვი მესამე მედიკოსი იყო რუსეთში, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფანჯრიდან გადავარდა.

მანამდე 1 მაისს ქალაქ კრასნოიარსკის საავადმყოფოს მთავარი ექიმი ელენა ნეპომნიაშჩაია დაიღუპა. ადგილობრივი ტელევიზიის ინფორმაციით, ექიმი რეგიონალური ჯანდაცვის ოფიციალურ პირებთან შეხვედრის დროს, სადაც კლინიკის კორონავირუსის სამკურნალო დაწესებულებად გადაქცევის საკითხს განიხილავდნენ, სავარაუდოდ, ფანჯრიდან გადავარდა.

კიდევ ერთი ექიმი, ნატალია ლებედევა 24 აპრილს იმ საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა, სადაც მას, სავარაუდოდ, კორონავირუსზე მკურნალობდნენ.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული