ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მეწყერმა სამი ადამიანი მოიყოლა

Nusagi

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე მეწყერმა სამი ადამიანი მოიყოლა, მათ შორის არის ამავე გზის გაწმენდაზე მომუშავე “თუშეთგზის” დირექტორი.

ადგილობრივების ინფორმაციით, მათ საკუთარი ძალებით ერთი ადამიანი გადაარჩინეს, თუმცა დანარჩენებს ამ დრომდე ვერ პოულობენ.

შემთხვევის ადგილზე უკვე გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე სახანძარო-სამაშველო მანქანა.

Facebook Comments
%d bloggers like this: