Advertisements

შემთხვევების მატება რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებული, არ აღინიშნება

არ გვაქვს ფაქტი, არ არსებობს აღდგომის ღამის კლასტერი, არავითარი მატება რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით არ აღინიშნება. მოსახლეობას და ეკლესიას კეთილგონიერი რეაქცია ჰქონდა მთავრობის რეკომენდაციებზე – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა “თავისუფალ სივრცეში”

Nusagi

“არა არ გვაქვს ფაქტი, იყო ერთეული შემთხვევები, მაგრამ ეს ყველგან არის. არ არსებობს ფაქტი, ძალიან კარგი და კეთილგონივრული რეაქცია ჰქონდა მოსახლეობას, მთავრობის რეკომენდაციებზე, თვითონ ეკლესიამაც ძალიან სწორი და კარგი პოზიცია დაიკავა და ფაქტიურად ეს საკმაოდ ისეთი პერიოდი, რომელიც შეიძლება გამხდარიყო ეპიდემიის მატების საფუძველი ჩავიარეთ მშვიდობიანად. არავითარი მატება რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებული არ აღინიშნება,  – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე 

ინფექციონისტის თქმით, ძირითადი კლასტერები ყველა გამოვლენილი და ლოკალიზებულია. რაც ეპიდემიოლოგების, ექიმების და მთელი ვერტიკალის ეფექტურ მოქმედებაზე მიუთითებს.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed