ჩინეთში ორი მოსწავლე დაიღუპა, რომლებსაც ფიზკულტურის გაკვეთილზე ნიღბები ეკეთათ

Nusagi

ჩინეთში ორი მოსწავლე გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა ფიზკულტურის გაკვეთილის დროს. ორივეს დამცავი ნიღაბი ეკეთა. ინფორმაციას „დეილი მეილ“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოზარდები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები იყვნენ. პირველი შემთხვევა 24 აპრილს მოხდა, სკოლის გახსნიდან მე-4 დღეს, მეორე შემთხვევა კი – 30 აპრილს.

ერთ-ერთი გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ ფიზკულტურის გაკვეთილი ღია ცის ქვეშ მიმდინარეობდა, ბიჭი სარბენ ბილიკზე მირბოდა და უეცრად დავარდა. მშობელი შვილის გარდაცვალებას სირბილის დროს ნიღბის ტარებას უკავშირებს. 

ჩინეთის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ცაო ლანსიუ არ ეთანხმება აღნიშნულ ვარაუდს და აცხადებს, რომ ნიღაბი არ შეიძლება ყოფილიყო გულის გაჩერების მიზეზი. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: