Advertisements

,,ცოცხალი იასამნები ჩავარჭეთ, ვერ მოვასწარითო”

“ეს არის ტორტი, რომელიც საკონდიტროში (მომხმარებელი ასახელებს საკონდიტროს-რედ) შევუკვეთე, რა მომიტანეს, ხედავთ ფოტოზე. გუშინ დილით მიიღეს შეკვეთა, ოთხ საათზე უნდა მოეტანათ, ექვსი ხდებოდა, რომ მოვატანინე ლანძღვით და მოტანილზე მითხრეს ცოცხალი იასამნები ჩავარჭეთ, ვერ მოვასწარითო.
სმაროდინკებს და მარწყვებს ალბათ შეკვეთაზე ვერც ხედავთ.
გადავიხადე 74 ლარი ჯამში და 29 დამიბრუნეს უკან. ახლა ვიღაც ურცხვი მწერს მესიჯს, რომ ბოდიში და იმედოვნებს, რომ ვიმეგობრებ მათთან და ამასთან, მეუბნება, რომ თურმე ტორტი მაჩუქეს.
არ არის რეკომენდებული! ეს უსირცხვილოები უბრალოდ გაგიფუჭებენ ძვირფასი ადამიანების განსაკუთრებულ დღეს! დროსაც არ დაგიტოვებენ გამოსასწორებლად!”

Nusagi

N1 ფოტოზე – ტორტი ცოცხალი იასამნებით, N2 ფოტო – ტორტი ასეთი უნდა ყოფილიყო.”

წერს სოციალურ ქსელში,“სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფის” ერთ-ერთი წევრი.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული