Advertisements

ჯანდაცვის მინისტრი ეკლესიის კლასტერზე: ჯერ კიდევ შესაძლებელია გამოჩნდეს დაავადებული პირი

ე.წ. ეკლესიის კლასტერში კორონავრუსით ინფიცირებისფაქტი არ დასტურდება, თუმცა არსებობს შესაძლებლობა, რომ შემთხვევები მომავალში გამოვლინდეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

Nusagi

“ე.წ. ეკლესიის კლასტერში ჩვენ გამოვლენილი შემთხვევები არ გავქვს. თუმცა, ეპიდვითარებიდან გამომდინარე გვაქვს, გარკვეულწილად, სხვადასხვანაირი მოლოდინები, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია გამოჩნდეს დაავადებული პირი”,- აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ბზობისა და აღდგომის სადღესასწაულო ლიტურგიებზე მრევლი ქვეყნის მასშტაბით არაერთ ტაძარში შეიკრიბა. ასევე გრძელდება ზიარების რიტუალი ერთი კოვზით. 

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული