Advertisements

ვარცხნილობა ასაკის მთავარი ინდიკატორია

ვარცხნილობა მხოლოდ თმისთვის ფორმის მიცემა არ გახლავთ – ეს არის თქვენი გეგმა უახლოესი თვეების მანძილზე.
ვარცხნილობა ასაკის მთავარი ინდიკატორია და სასურველია, ამ ფაქტორს ყურადღება მივაქციოთ. ზოგჯერ, მთლიანად სტილისტის გემოვნებას მინდობილები შეიძლება სილამაზის სალონიდან რამდენიმე წლით დაბერებულები გამოვიდეთ. ჩვეულებრივი ამბავია – შედიხარ სალონში დაღლილი, უაზრო საუბარში გითრევენ და სტილისტისთვის მოსახერხებელ, მარტივ ვარცხნილობას გიკეთებენ. სწორედ ამიტომ თუ ქალმა „თავისი სტილისტის“ პოვნა შეძლო, მზადაა მასთან მოსახვედრად ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში მივიდეს და იმდენ ხანს დაელოდოს, რამდენიც საჭიროა.
ჩვენ შემოგთავაზებთ ყველაზე გავრცელებული შეცდომების ნაკრებს, რომელსაც ქალი ვარცხნილობის არჩევისას უშვებს და შედეგად, რამდენიმე წლით უფროსად გამოიყურება.

Nusagi

ერთი ვარცხნილობა მთელი ცხოვრების მანძილზე

ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება საკუთარ თავს გაუკეთოთ, ესაა ერთადერთი და განუმეორებელი ვარცხნილობის პოვნა და ყოველ დღე, ყოველ თვე და ყოველ წელს ერთნაირი იდეალურობა. ეს სასაცილო არ არის, რადგან ამ ხაფანგში უამრავი ქალი ებმება – 10 ან 20 წლის წინ იპოვეს იდეალური ვარცხნილობა და ვერაფრით გამოდიან როლიდან. გაიღვიძეთ, უკვე 2020 წელია და ვარცხნილობა პერიოდულად უნდა იცვალოთ.

გრძელი თმა

გაითვალისწინეთ, როგორც კი თმის სიგრძე მხრების ქვემოთ ეშვება, ის ქალს აბერებს. ნუ ეცდებით ახალგაზრდული იერი გრძელი თმით შეინარჩუნოთ, რადგან საპირისპირო შედეგს მიიღებთ. გრძელი თმა ყოველთვის თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს!

მოსაწყენი კარე და სწორი თმა

სწორი და იდეალური კარე ის ვარცნილობაა, რომელიც საშინლად აბერებს. თქვენი ამოცანაა, რომ თმასაც და საკუთარ თავსაც მეტი სიცოცხლე, კრეატიულობა და დინამიურობა შემატოთ. დაიხვიეთ რამდენიმე კულული და შენიშნავთ როგორ გარდაისახეთ და გაახალგაზრდავდით, ოღონდ ძალიან ბევრ ლაქს ნუ დაისხამთ –  მას 80-იანი წლების სუნი ასდის და თმას ამძიმებს.

შავი თმა აბერებს

შავი ან მუქი შოკოლადისფერი თმა დაახლოებით +10 წელს ნიშნავს. როგორი ვარცხნილობაც არ უნდა გაიკეთოთ და რაც არ უნდა ჩაიცვათ, შავი თმა თავის საქმეს გააკეთებს და ასაკს მოგიმატებთ. ამის გარდა, როცა შავი თმა იზრდება, ძირები ღია ფერის რჩება და ისეთ ეფექტს ქმნის, რომ მთლიანად ჭაღარა ხართ.

კუდი, კიკინები და ნაწნავები

გახსოვდეთ ცხენის კუდის მსგავსი ვარცხნილობა მოდურია, როცა 20-30 წლის ხართ, მაგრამ სასაცილოა, როცა თქვენი ასაკი 40 წელს გადაცდა.  იგივე ეხება კიკინებს და ნაწნავებს. მოერიდეთ თმის სარჭებისა და რეზინების გამოყენებას, რადგან ისინი ყურადღებას იქცევენ. თუ სარჭები აუცილებელია, თმის ფერის შერჩიეთ, რომ თვალში საცემი არ იყოს.

წყარო:Ambebi.ge

Facebook Comments
Advertisements

You may have missed