პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სააკაშვილი მომავალში შეიძლება უკრაინისთვის და პრეზიდენტ ზელენსკისთვის სერიოზულ პრობლემად იქცეს

Nusagi

უკრაინას არაერთი პრობლემა აქვს, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, მაგრამ რა შედეგი მოიტანა საქართველოში სააკაშვილის მმართველობამ, ეს არის ინდივიდუალური და დესპოტური მართვის თვალსაჩინო მაგალითი. მიხეილ სააკაშვილი ხვალ შეიძლება უკრაინისთვის, და მათ შორის პირადად პრეზიდენტ ზელენსკისთვის სერიოზულ პრობლემად იქცეს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„პირველ პლანზე არის საქართველო-უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაა. ორ ქვეყანას შორის ამ საკითხზე ასეთი ინტენსიური საუბარიც რომ არ გვქონდეს, ესაა იმის მაგალითი, როგორ ნაწილდება პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო რესურსები მსოფლიოში, და შავი ზღვის რეგიონში ჩვენც და უკრაინა ამის ნაწილს წარმოვადგენთ. ჩემთვის ცოტა ძნელია საუბარი იმაზე, თუ ვინ შეიძლება იდგეს ამის უკან და რა როლი უნდა შეასრულოს სააკაშვილმა უკრაინაში. სამწუხაროა, რომ გვიხდება ამაზე საუბარი. დანაწევრებული საქართველო, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის ნახევარი, სოციალური პაკეტი ნულზე, განადგურებული სოფლები, ჯანმრთელობადაკარგული და ქონებადაკარგული ადამიანები – აი, რა დაგვიტოვა სააკაშვილმა. იმაზე საუბარი, რა როლი შეიძლება ჰქონდეს სააკაშვილის, ეს უფრო ექსპერტების პრეროგატივაა. უკრაინას არაერთი პრობლემა აქვს, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, მაგრამ რა შედეგი მოიტანა საქართველოში სააკაშვილის მმართველობამ, ეს არის ინდივიდუალური და დესპოტური მართვის თვალსაჩინო მაგალითი. მიხეილ სააკაშვილი ხვალ შეიძლება უკრაინისთვის, და მათ შორის პირადად პრეზიდენტ ზელენსკისთვის სერიოზულ პრობლემად იქცეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,333,192 ნახვა
%d bloggers like this: