ებრძოლო იმ ადამიანებს, ვინც ფრონტის წინა ხაზზეა, დააზიანო ეკლესია და ამ ყველაფერში ფული დახარჯო, ეს არის მავნებლობა

Nusagi

ძალიან ცუდია ის ფაქტები, რაც გასაჯაროვდა, თუმცა არ მინდა პოლემიკაში ჩავერთო, რადგან ამის დრო არ არის: მთელი სახელმწიფო, გუნდი, მთავრობა და ასევე თვითმმართველობა მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან. ამ პირობებში და ამ ვითარებაში, როდესაც ისმენ ასეთ ინფორმაციას და თან ფული იხარჯება იმაზე, რომ ებრძოლო იმ ადამიანებს, ვინც ფრონტის წინა ხაზზეა, დააზიანო ეკლესია და ამ ყველაფერში ფული დახარჯო, ეს არის მავნებლობა და ძალიან ცუდი ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის- ამის შესახებ თბილისის მერმა „დღის ქრონიკაში“ Facebook-ის მიერ ყალბი ანგარიშების წაშლის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ის სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი და მას ადამიანებთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში აქვს. „ძალიან კარგად ვიცი ზოგადად საზოგადოების დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პირდაპირ ებრძვიან იმ ადამიანებს, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე არიან“-აღნიშნა კახა კალაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: