საზოგადოება

„თურმე გაბრაზებულია ჩემზე მოსახლეობა, გამოვა და იტყვის კიდევ ორი-სამი კვირა, კიდევ ორი-სამი კვირაო“

Nusagi

ვიცი, ფეისბუქზე ბევრი ამბობს, გამყრელიძე გამოვა და იტყვის კიდევ ორი-სამი კვირა, კიდევ ორი-სამი კვირაო. არა, ბატონო, თავიდანვე ვთქვი, რომ ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ, შიდა გავრცელების დაწყებიდან მეექვსე, მეშვიდე, მერვე კვირა არის ხოლმე ყოველთვის საფრთხილო, – ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსის შიდა გავრცელება 23 მარტს დაიწყო და გადათვლაც სწორედ ამ პერიოდიდან უნდა მოხდეს.

„შიდა გავრცელება ჩვენთან დაიწყო 23 მარტს, იქიდან გადათვალეთ, ახლა ვართ მეშვიდე კვირაში. ამიტომ, დავაკვირდეთ და ვნახოთ, როგორ გავივლით მეშვიდე და მერვე კვირას. თუ დავიცავთ რეკომენდაციებს, ამასობაში ზაფხულიც მოგვიწევს, დადგება თბილი მდგრადი ამინდები და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ესეც გარკვეულად შეგვეხიდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საზოგადოებას მოუწევს კორონავირუსთან თანაცხოვრების სწავლა.

ამასთან, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ცენტრი არ აწესებს შეზღუდვებს, არამედ გასცემს რეკომენდაციებს, რომელზეც შედგომ მსჯელობს საკოორდინაციო საბჭო.

„ახლა მომწერეს კიდევ, რომ თურმე გაბრაზებულია ჩემზე მოსახლეობა. ჩემმა პიარმა მომწერა, მოდის ბევრი შენიშვნა, რომ თურმე ჩვენ ვაწესებთ ამ შეზღუდვებს. არა, ბატონებო, ჩვენი ცენტრი იძლევა გარკვეულ რეკომენდაციებს. ამ რეკომენდაციების შესახებ მსჯელობს ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო, რომელსაც ჰქვია საკოორდინაციო საბჭო და ვიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას კონსენსუსის პრინციპით. არ მომხდარა, რომ ისეთი რამ განგვეხორციელებინოს, რაც არც ერთ ქვეყანას არ განუხორციელებია ამ ეპიდემიის პერიოდში. ახალ ველოსიპედს ჩვენ ვერ გამოვიგონებთ. ჩვენ ვითვალისწინებთ და ვაანალიზებთ ყველა იმ გამოცდილებას, რაც წარმატებულმა ქვეყნებმა გააკეთეს. შემსუბუქების ღონისძიებები თითქმის ყველა ქვეყანამ დაიწყო აპრილის ბოლოდან. ზოგიერთმა გადადო შემსუბუქების ღონისძიებები მაისის შუა რიცხვებისთვის. ჩვენმა ქვეყანამ ე.წ. შემზღუდავი ღონისძიებები ცოტა ადრე და საკმაოდ ეფექტურად გაატარა, ამიტომ არ გვაქვს ყოველდღიურად ასეული და ათასეული ახალი შემთხვევა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,325,463 ნახვა
%d bloggers like this: