„თუ ბლეფი აღმოჩნდა პანდემია, სად მიდიხართ? თუ ბლეფი და ხრიკი აღმოჩნდა?“ – მეუფე ანტონი

Nusagi

ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტი, ანტონ ბულუხია „TV პირველის“ ეთერში ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის, მეუფე საბას განცხადებას გამოეხმაურა:

,,მეუბნებიან და გუშინაც ვუყურე  გადაცემებს, გადმომიგზავნეს Whatsapp-ზე და ბლეფი არისო პანდემია, საერთოდ. დავუშვათ და ბლეფი აღმოჩნდა ეს პანდემია, სად მიდიხართ მაშინ? სწორი იქნება თუ არა ის მღვდელმთავარი? თუ ეს პანდემია არის ხრიკი, მართალი იქნება თუ არა ის მღვდელმთავარი?

ყველა გარდაცვლილს ,,აწერენ პანდემიას”. იტალიაში ადრე უფრო მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

როცა დადგინდება და მსოფლიო იტყვის, რომ ეს ბლეფია, არის თუ არა ის მღვდელმთავარი სწორი?  სიკვდილიანობის რიცხვით არაფრით არ ჩამოუვარდება იგი არცერთ ავადმყოფობას, რაც კი დედამიწაზეა, გრიპი იქნება თუ ხოლერა. ამიტომ ამაზე ჯერ კვლევები არ დადებულა”.

„დღევანდელი ვირუსი არის ეშმაკის ხელში საშუალება რომ ადამიანები თავის გავლენის ქვეშ მოაქციოს…

შემოთავაზებული იქნება ვაქცინა რომელიც ადამიანებს დაიმონებს. თუ ვირუსით მოხდება გარდაცვალება, ეს არ ნიშნავს რომ ვირუსის ბრალია ეს, უბრალოდ დადგა დრო გარდაცვალების.

მოწოდება – “დარჩით სახლში“ – ეშმაკისეულია”, – განაცხადა საკვირაო ქადაგებაზე ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ (გიგიბერია).

მან მრევლს დაფიქრებისა და თვალების კარგად გახელვისკენ მოუწოდა.

წყარო:tvalsazrisi.ge

Facebook Comments
%d bloggers like this: