იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურისმონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 8 014 ადამიანი გამოჯანმრთელდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსისგან 93 245 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში ვირუსს 369 ადამიანი ემსხვერპლა, რამაც კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 29 684-მდე გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 444 შემთხვევა დადასტურდა.
Facebook Comments