რუსმა მილიარდერმა თავი მოიკლა

Nusagi

რუსმა მილიარდერმა, კომპანიების „Сибантрацит“ და „Сибантрацит“ მფლობელმა დიმიტრი ბოსოვმა ქალაქგარეთ მდებარე აგარაკზე თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.

ბოსოვის „Сибантрацит“ანტრაციტის მოპოვებისა და ექსპორტის მხრივ, მსოფლიოში ლიდერია, ასევე რუსეთში ქვანახშირის ერთ-ერთი უმსხვილესი მომპოვებელი გახლავთ.

მაისის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოსოვმა ამერიკულ კომპანია Genius Fund Group-ში, რომელიც კალიფორნიაში მარიხუანას აწარმოებს,  ინვესტიცია ჩადო. ცნობისთვის, კალიფორნიაში მარიხუანას მოხმარება 2018 წლიდან ლეგალიზებულია.
აპრილის ბოლოს ბოსოვისა და მისი ბიზნეს-პარტნიორების მიმართ ამერიკაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ბიზნესმენს ბრალი აშშ-ის შრომის კანონმდებლობის დარღვევის, თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლებისა და ბუღალტრულ წარმოებაში აღმოჩენილი დარღვევების გამო წაუყენეს.

ბასკოვის წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი ყოფილმა ბიზნეს-პარტნიორმა ალექსანდრე ისაევმა საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის შეიტანა. 

რუსული Forbes-ის 2020 წლის მონაცემებით, დიმიტრი ბოსოვს თავისი 1,1 მილიარდი დოლარით მილიარდერთა რეიტინგში 86-ე ადგილი ეკავა.

Facebook Comments
%d bloggers like this: