შეძლებთ თუ არა ზაფხულში აჭარის ზღვისპირეთში დასვენებას – ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი

Nusagi

წყალში კორონავირუსის გადაცემის ფაქტი მსოფლიოში არ დადასტურებულა, ამიტომ იმედი გვაქვს, წლევანდელი ტურისტული სეზონით ჩვენი თანამოქალაქეები ისარგებლებენ, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

„იმედია, ზაფხულში ჩვენი თანამოქალაქეები ტურისტული სეზონით ისარგებლებენ. ოღონდ, რა თქმა უნდა, რეკეომენდაციები დარჩება. მსოფლიოში წყლიდან გადაცემის ფაქტი დადასტურებული არ არის, აქედან გამომდინარე, ზღვაში ჩასვლაზე არანაირი პრობლემა არ იქნება. ზღვაზე სასურველი იქნება დისტანციის დაცვა. ჩვენ საკმაოდ დიდი სანაპირო გვაქვს და არა მგონია, დისტანციის დაცვის პრობლემა შეიქმნას“, – აღნიშნა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: