Facebook-მა ნაცები ამხილა როგორც სექტა COVID-19 პრევენციის წინააღმდეგ მოქმედებაში

Nusagi

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფესიბუქის“ მიერ ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული გვერდების, ანგარიშებისა და ჯგუფების დაბლოკვას ეხმაურება და წერს:

„Facebook-ის მიერ სხვადასხვა ანგარიშების, გვერდების, ჯგუფების დაბლოკვაზე:

Facebook-მა გვითხრა, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული შემჩნეული
ფბ-აქტივობები კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობაში პანიკის დათესვისთვის, სიყალბის გავრცელებისა და კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო გააუქმა.

კერძო გამოცემა “ეს პერსონასთან” დაკავშირებული გვერდები, დაიხურა ადგილობრივი “დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი” ბოტ-ბატი ორგანიზაციების, ბუზიაშვილი-ქუთელია-ბენიძის ‘დარეპორტების’ საფუძველზე.

ამასთან, ფბ-მ ასევე დაადასტურა, რაც დიდი ხანია აქ ვიცით, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ შავ ‘პიარს’ აწარმოებს და ამ კრიზისის პირობებშიც კი, ფულს იხდის ამაში! თავმოყვარე პარტიის ‘ლიდერშიპი’ თვითლიკვიდაციაზე უნდა მიდიოდეს. ან როგორც მინიმუმ, მისი თავმჯდომარე პოსტს უნდა ტოვებდეს. თუმცა, ჩვეულებისამებრ, კორონაცები სხვაზე შეტევით თუ აბსურდული თეორიებით ცდილობენ თავის მართლებას.
ამასობაში, “ნაცგამპრავებელი” ქუთელიებისა და ბენიძეების კლასტერიც ვეღარ ქაჩავს, რადგან გოიმების ერთობა თვითდამანგრეველია.

Facebook-მა ნაცები ამხილა როგორც სექტა COVID-19 პრევენციის წინააღმდეგ მოქმედებაში, საკუთარი ქვეყნის, ხალხის და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მეტი რაღა უნდა ითქვას?!“

Facebook Comments
%d bloggers like this: